შეტრიალება

შეტრიალება  _  შებრუნება, შექცევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით   მარცხნივ მიმართულია ხელისგული, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შეტანა

შეტანა  _ გარედან შიგნით მიტანა, მოთავსება, შეზიდვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეტანა

შეტანა _  (განცხადების) მიტანა, მოთავსება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით მარცხნივ მიმართულია ხელისგული, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შესწავლა

შესწავლა  _  ცოდნის შეძენა, სწავლით რისამე შეთვისება, გაცნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ /“თავში ჩადება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და შუა თითების წვერები ეხება ცერის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი შუბლის წინ ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბოლომდე“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

შესუსტება

შესუსტება  _ ძალ-ღონის შემცირება, სიძლიერის დაკარგვა, დასუსტება, დაუძლურება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუსტი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შევიწროვება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, … Read more

Categories

შესრულება

შესრულება  _   დამთავრება, დასრულება, განხორციელება, გაკეთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ და ქვევით, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ზევით, მარცხენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარჯვენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შესვლა

შესვლა    _ გარედან შიგნით მოქცევა, გარედან შიგნით სვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შესახლება

შესახლება  _   ჩასახლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადება“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება … Read more

Categories

შესახებ

შესახებ  _ დამხმარე სიტყვა:  თაობაზე, -ზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ერთმანეთზე გადაჭდობილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შესაჭმელი

შესაჭმელი  _ შეჭმისთვის განკუთვნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბოლომდე“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით ეშვება და ოდნავ ეხება … Read more

Categories

შესაძლებელი

შესაძლებელი   _ მოსახერხებელი, დასაშვები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შესაძლებლობა

შესაძლებლობა  _ შეძლება, ძალა, უნარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ჯერ _ მარჯვნივ, შემდეგ _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შესამნევი

  შესამნევი   თვალში მოსახვედრი, შესატყობი, დასანახავი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით  სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

შესამოწმებელი

შესამოწმებელი  _ გასასინჯი, დასადასტურებელი, გამოსარკვევი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ _ ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „უნდა“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა … Read more

Categories

შესაკრები

შესაკრები _  ერთად შესაგროვებელი, თავმოსაყრელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „მიმატება“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება პლიუსის ფორმით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories