შესახლება

8

შესახლება  _   ჩასახლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადება“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.