შესაკრები

1

შესაკრები _  ერთად შესაგროვებელი, თავმოსაყრელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „მიმატება“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება პლიუსის ფორმით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ჯამი“ _ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთისკენ და ბოლო ფაზაში ერთმანეთთან ახლოს განთავსებულია ხელები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.