შესაჭმელი

6

შესაჭმელი  _ შეჭმისთვის განკუთვნილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბოლომდე“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით ეშვება და ოდნავ ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.