შესუსტება

1

შესუსტება  _ ძალ-ღონის შემცირება, სიძლიერის დაკარგვა, დასუსტება, დაუძლურება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუსტი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შევიწროვება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ზევითაა განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები,  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.