შესწავლა

2

შესწავლა  _  ცოდნის შეძენა, სწავლით რისამე შეთვისება, გაცნობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ /“თავში ჩადება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და შუა თითების წვერები ეხება ცერის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი შუბლის წინ ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბოლომდე“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით ეშვება და ოდნავ ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.