აკვრა

აკვრა  _   რაიმეზე ქვემოდან‚ გარედან მიბმა‚ მიმაგრება, აბმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა, შემდგომ ფაზაში ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. … Read more

Categories

აკვანი

აკვანი  _  ბავშვის სარწევი ხის საწოლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონოგრაფიული სიტყვა-ჟესტი „საწოლი“  _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, წინ წაწეული, გაშლილი შუა და არათითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხოლო საჩვენებელი და ნეკი თითები ზემოთაა წამოწეული: ჟესტის მეორე ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რწევა“  _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი … Read more

Categories

აკადემიკოსი

აკადემიკოსი  _ უმაღლესი სამეცნიერო წოდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ / „მეცნიერება“ –  ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

აკადემია

აკადემია   _  უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ / „მეცნიერება“  _  ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწესებულება“  _  ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი წარმოქმნის C- კონფიგურაციას, დანარჩენი თითები … Read more

Categories

აისი

  აისი   _ განთიადი, ალიონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დილა“  _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული გაშლილი ხელისგული, ხელი ეხება სახეს და ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ნიკაპის გასწვრივ სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  … Read more

Categories

აირი

აირი  _  ჰაერი, გაზი   ორნაწილიანი, ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და მომდვენო ფაზაში იშლება, ბოლო ფაზაში გაშლილი ხელისგული მიმართულია ზევით, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აივანი

აივანი  _   სახლს მიშენებული ღია ნაწილი   ორხელიანი, სიმეტრიული, ორფაზიანი, დინამიკური ჟესტი, პარალელურად განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მომდევნო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და საჩვეენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ერთმანეთს გაშლილი თითების წვერებით ეხება.  ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აიაზმა

აიაზმა  _  ნაკურთხი წყალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯვარი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მოძრაობით გამოისახება ჯვარი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. … Read more

Categories

ათლეტი

ათლეტი  _    კარგი აღნაგობის ადამიანი, სპორტსმენი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ოთხკუთხედი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მომდევნო ფაზაში ხელები იცვლის პოზიციას, მარჯვენა ხელი ზევით გადადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ,  ქვევით მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ძლიერი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებითა და განზე … Read more

Categories

ათინათი

ათინათი  _  ჭუჭრუტანიდან ბნელში შემოტანებული სინათლის სხივი,   არეკლილი, ათამაშებული სინათლის (მზის, მთვარის) სხივი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „(დახურულის) გაღება“ _ წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭუჭრუტანა“ _ … Read more

Categories

ათი

ათი  _  რიცხვი 10   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება თითების წვერებს და ხელები თითებით ერთმანეთს ეხება. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ათეული

ათეული  _   ათი − აღებული, როგორც ერთი მთლიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ათი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება თითების წვერებს და ხელები თითებით ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილი ერთხელიანი, დინამიკური ფორმაა, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების რხევით ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ათეიზმი

ათეიზმი  _  ურწმუნოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღმერთი“ _ შუბლზე მიდებულია მუშტად შეკრული ხელი წინ მიმართული ხელისგულით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ _ ზევით მიმართული მარცხენა გაშლილი ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელის თითები გარეთ მიმართული რკალური მოძრაობით უარყოფას გვიჩვენებს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ათასგვარი

ათასგვარი  _  მრავალგვარი, მრავალნაირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ათასი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ქვემოთ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories

ათასი

ათასი  _ რიცხვი 1000   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ქვემოთ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories