აკადემია _ უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ / „მეცნიერება“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწესებულება“ _ ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი წარმოქმნის C- კონფიგურაციას, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.