აკვანი

akvani

აკვანი  _  ბავშვის სარწევი ხის საწოლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონოგრაფიული სიტყვა-ჟესტი „საწოლი“  _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, წინ წაწეული, გაშლილი შუა და არათითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხოლო საჩვენებელი და ნეკი თითები ზემოთაა წამოწეული: ჟესტის მეორე ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რწევა“  _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.