აკვრა

akvra

აკვრა  _   რაიმეზე ქვემოდან‚ გარედან მიბმა‚ მიმაგრება, აბმა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა, შემდგომ ფაზაში ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.