აკიდო

akido

აკიდო  _ მოკლედ აჭრილი წყვილმტევნიანი რქა ვაზისა, ხილის ან ჩირის ასხმულა‚ ჯაგანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითებით სრულდება მრავალჯერადი მაკრატელისებრი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ასხმა“  _ ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მოხრილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მარცხნივ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.