აკლდამა

akldama

აკლდამა  _  ქვითკირის ან სიპი ქვებისაგან გაკეთებული ოთახის ფორმის სამარხი ნაგებობა‚ ქვის სამარე

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“  _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „გამოქვებული“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ცერი ეხება საჩვენებელ თითს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „საფლავი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.