მიყოლება

მიყოლება  – თანამიმდევრობა, ერთმანეთის შემდეგობა   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიყვანა

მიყვანა –   გარკვეულ ადგილამდე წაყვანა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია ქევევით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

მიღწევა

მიღწევა  – 1. მისვლა, მიტანება 2. რაიმე დონემდე მისვლა, განხორციელება, შესრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მასთან ერთად ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიუღწეველი

მიუღწეველი  – რასაც ვერ მიაღწიეს, რის მიღწევაც შეუძლებელია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღწევა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას და მასთან ერთად ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, … Read more

Categories

მიუკარებელი

მიუკარებელი –  ვინც, რაც ახლო არ იკარებს, ახლო არ უშვებს ვისმე ან რასმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიკარება“ – ხელისგული მიმართულია წინ, თითები ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია და წინაა მიმართული, სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია თითები, სრულდება რკალური … Read more

Categories

მიუვალი

მიუვალი –   რასთანაც მისვლა არ შეიძლება, ძნელად მისასვლელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და თითების წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიტოვებული

მიტოვებული  – თავმინებებული, ვინც ან რაც მიატოვეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი, ზევით აღმართული და შუბლზე მიდებული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიბარება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელი წინ სინქრონულად გადაადგილდება და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია … Read more

Categories

მიტინგი

მიტინგი  – სახალხო, მასობრივი კრება, თავშეყრა რაიმე საზოგადოებრივი (უმთავრესად – პოლტიკური) ხასიათის საკითხის განსახილველად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი გადაჯვარედინებულად ადევს მარცხენას და ზევით  მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიტანა

მიტანა  – რისამე გარკვეულ ადგილამდე წაღება   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მისჯა

მისჯა  – სასჯელის გამოტანა, სასჯელის დადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასჯა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის წინაა განთავსებული და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და … Read more

Categories

მისწრება

მისწრება –  სხვაზე ადრე მისვლა, დასწრება   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მისი

მისი  – მესამე პირის მხოლობითი რიცხვის კუთვნილებითი ნაცვალსახელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილია ზევით აღმართული თითები, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მისვლა

მისვლა – აქედან იქითკენ სვლით გადანაცვლება, გადაადგილება, მიწევა, მიტანება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მისამართი

მისამართი  – ადგილი, ზუსტი ადგილსამყოფელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქუჩა“ – ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

მიპარვა

მიპარვა    –     პარვით, ქურდულად, ფეხაკრეფით მისვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია წინ მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხენა ხელის მაჯისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories