მიუკარებელი – ვინც, რაც ახლო არ იკარებს, ახლო არ უშვებს ვისმე ან რასმე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიკარება“ – ხელისგული მიმართულია წინ, თითები ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია და წინაა მიმართული, სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია თითები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.