მიღწევა – 1. მისვლა, მიტანება 2. რაიმე დონემდე მისვლა, განხორციელება, შესრულება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მასთან ერთად ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.