მიპარვა

1

მიპარვა         პარვით, ქურდულად, ფეხაკრეფით მისვლა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია წინ მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხენა ხელის მაჯისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.