მკითხავი

მკითხაობა – მარჩიელობა, მისნობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მკვლელობა

მკვლელობა –  სიცოცხლის მოსპობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოკვლა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოვლენა“ – წინ მიმართულია … Read more

Categories

მკვლელი

მკვლელი  – სიცოცხლის მომსპობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოკვლა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

მკვიდრი

მკვიდრი  – ადგილობრივი, მუდმივი მცხოვრები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოვრება“ –  ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში  ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი … Read more

Categories

მკაცრად

მკაცრად  – სასტიკად, ულმობლად, მტკიცედ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მკაცრი

მკაცრი  – სასტიკი, ულმობელი, მტკიცე ხასიათის მქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მკლავი

მკლავი  _ ხელის ნაწილი მხრის თავიდან მაჯამდე   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება მარცხენა მკლავს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიჯაჭვა

მიჯაჭვა  – ჯაჭვით მიბმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ცერები განმეორებითი მოძრაობით ეხება შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიხვედრა

მიხვედრა  – გონებით მიწვდომა, გაგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ – მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ქვევით და სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებული საჩვენებელი … Read more

Categories

მიხედვით

მიხედვით  – რისამე გათვალისწინებით, რისამე კვალობაზე. რისამე შესატყვისად, შესაბამისად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით ქვევით მიმართულია ერთმანეთზე საჩვენებელი თითებით მიტყუპებული ხელისგულები, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიხაკი

მიხაკი   –  ლამაზი, სურნელოვანი, მსხვილი ყვავილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში თითები იშლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი … Read more

Categories

მიწერა

მიწერა –  ვინმესთვის წერილობითი გზავნილის გაგზავნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მიწა

მიწა   –  დედამიწის მყარი ზედაპირი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები თავისუფლად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელის თითებს მარცხენა ნეკი უჭირავთ და მარჯვნივ მოძრაობს მარჯვენა ხელი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მიძღვნა

მიძღვნა  – ვინმესთვის საპატივსაცემო რამის კეთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიჩნევა

მიჩნევა –  ჩათვლა, აღიარება, ცნობა   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories