მიხაკი

1

მიხაკი     ლამაზი, სურნელოვანი, მსხვილი ყვავილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში თითები იშლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელი ჯერ ზევით გადაადგილდება, მერე მუშტად შეკრული თითებით ეშვება ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.