მიხვედრა

3

მიხვედრა  გონებით მიწვდომა, გაგება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ქვევით და სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.