მისჯა

6

მისჯა  სასჯელის გამოტანა, სასჯელის დადება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასჯა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის წინაა განთავსებული და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.