მიტოვებული – თავმინებებული, ვინც ან რაც მიატოვეს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი, ზევით აღმართული და შუბლზე მიდებული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიბარება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელი წინ სინქრონულად გადაადგილდება და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
