მოქმედება

მოქმედება  –  რაიმე სახის საქმიანობა, კეთება, შესრულება, განხორციელება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელის თითების რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოქანდაკე

მოქანდაკე –  ხელოვანი, რომელიც ქმნის ქანდაკებას, სკულპტორი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოკვეთა“ – მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ცერი რკალური ტრაექტორიით სამჯერ მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური … Read more

Categories

მოქალაქე

მოქალაქე  – ვისაც ან რასაც მოსვენებით ყოფნა არ შეუძლია, დაუდეგარი, დაუდგრომელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუათითი, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და შუა თითით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

მოფრენა

მოფრენა –  ფრენით მოსვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოფიქრება

მოფიქრება  – მოსაზრება, აწონ-დაწონა (აზრისა, სიტყვისა…)       ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და საფეთქლისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოუცლელი

მოუცლელი – ვინც მოცლილი არ არის, დაკავებული (საქმით)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ –  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

მოუსვენარი

მოუსვენარი –  ვისაც ან რასაც მოსვენებით ყოფნა არ შეუძლია, დაუდეგარი, დაუდგრომელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოსვენება“ – წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები მკერდს ეხება და სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის … Read more

Categories

მოუსავლიანი

მოუსავლიანი  – რაც მოსავლიანი არ არის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ /„მცენარე“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი  მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

მოურიდებელი

მოურიდებელი –  რიდის მქონე, მოკრძალებული, მოხათრებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მორცხვი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითების წვერები მამართულია ტუჩებისკენ, ხელი რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories

ლონდონი

ლონდონი  –  ინგლისის დედაქალაქი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლონდონი“– ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან  – სხეულისკენ და თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

ლომი

ლომი –  მოყვითალო ფერის დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი (კატისებრთა ოჯახისა); ხვადისთვის დამახასიათებელია ხშირი ფაფარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფაფარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელები ეხება თავს, ორივე ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ – … Read more

Categories

ლოკოკინა

ლოკოკინა –  მოლუსკების ტიპის უხერხემლო ცხოველი, რომელიც ცხოვრობს საკუთარ ნიჟარაში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მასზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების რხევით მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა მაჯას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

ლოკვა

ლოკვა  –  ენის წასმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები მოხრილია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ლოთი

ლოთი –   ვინც ხშირად თვრება, ვინც ხშირად და ჭარბად სვამს მაგარ სასმელებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითით ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლოთი“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

ლოზუნგი

ლოზუნგი –  (პოლიტიკური პარტიის) მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა ან მოთხოვნილება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწესებულება“ –  ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ფლანგებში წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება  განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories