მოქანდაკე

8

მოქანდაკე  ხელოვანი, რომელიც ქმნის ქანდაკებას, სკულპტორი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოკვეთა“ მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ცერი რკალური ტრაექტორიით სამჯერ მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.