ლოდინი

ლოდინი  –  ცდა, მოცდა   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  მარჯვნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლოდი

ლოდი  – ძალიან დიდი ქვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“– ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი – პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გროვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით … Read more

Categories

ლობიო

ლობიო  – პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი კულტურული მცენარე, აქვს მრავალ-თესლიანი პარკი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მაჯაში ტრიალებს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ლმობიერი

ლმობიერი  –  შემბრალებელი, შემწყნარებელი, გულჩვილი, სათნო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთად შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლიტრი

ლიტრი –  სითხის საზომი ერთეული, უდრის 1.000 კუბურ სანტიმეტრს   ჟესტი გადმოცემულია ძველი ანბანის „ლ“ დაქტილით.

Categories

მოუმზადებელი

მოუმზადებელი  – რაც არ მოუმზადებიათ ან არ მომზადებულა, არ გაკეთებულა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომზადება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories

მოულოდნელი

მოულოდნელი –  რასაც არ მოელოდნენ, უეცარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოუდრეკელი

მოუდრეკელი – დაუმორჩილებელი, გაუტეხელი, შეუდრეკელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ მაგარი“ / „მყარი“ / „უდრეკი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ირიბ ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად … Read more

Categories

მოუთმენელი

მოუთმენელი  – რისი მოთმენაც არა შეიძლება, აუტანელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ – ფართოდ გაშლილი თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ზევით აღმაღთული ცერი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა … Read more

Categories

მოუგვარებელი

მოუგვარებელი –  რაც მოგვარებული არაა, მოუწესრიგებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

მოტყუება

მოტყუება –  ტყუილის, სიცრუის თქმა, ტყუილით შეცდომაში შეყვანა, შეცდენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენას.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

მოტანა

მოტანა  – რისამე წამოღება იქიდან აქამდე, მოზიდვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მოსწრება

მოსწრება –   დროზე გაკეთება, დროულად შესრულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოსმენა

მოსმენა  – ყურის დაგდება, გაგონება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ყურთან განთავსებული გაშლილი ხელისგული ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოსკოვი

მოსკოვი – რუსეთის დედაქალაქი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories