ლობიანი

4

ლობიანი  _   ლობიოს ღვეზელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლობიო“  _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მაჯაში ტრიალებს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხაჭაპური“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ასევე განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლექსიკონი

2

ლექსიკონი  _  წიგნი, რომელშიც სიტყვები განმარტებულია ან ნათარგმნია სხვა ენაზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მოცემულია ძველი ანბანის ლ დაქტილი და სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვების ჩამოწერა“ /„სიტყვების ჩამონათვალი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლექსიკა

1

ლექსიკა  _  სიტყვების მარაგი, ლექსიკური შემადგენლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერით და საჩვენებელი  თითით გამოსახულია ღია წრე, ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვების ჩამოწერა“ /„სიტყვების ჩამონათვალი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მოხრილი ცერით და საჩვენებელი  თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლონდონი

13

ლონდონი    ინგლისის დედაქალაქი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლონდონი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან  სხეულისკენ და თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, ხელი ქვევით მოძრაობს და ქვევით ჩაწეული შუა თითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლომი

12

ლომი   მოყვითალო ფერის დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი (კატისებრთა ოჯახისა); ხვადისთვის დამახასიათებელია ხშირი ფაფარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფაფარი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელები ეხება თავს, ორივე ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლოკოკინა

11

ლოკოკინა   მოლუსკების ტიპის უხერხემლო ცხოველი, რომელიც ცხოვრობს საკუთარ ნიჟარაში

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მასზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების რხევით მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა მაჯას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლოკვა

10

ლოკვა    ენის წასმა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები მოხრილია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლოთი

9

ლოთი    ვინც ხშირად თვრება, ვინც ხშირად და ჭარბად სვამს მაგარ სასმელებს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითით ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლოთი“ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა მხარს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ლოზუნგი

8

ლოზუნგი   (პოლიტიკური პარტიის) მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა ან მოთხოვნილება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწესებულება“   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ფლანგებში წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება  განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ლოდინი

7

ლოდინი    ცდა, მოცდა

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  მარჯვნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლოდი

6

ლოდი  ძალიან დიდი ქვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გროვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლობიო

5

ლობიო  პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი კულტურული მცენარე, აქვს მრავალ-თესლიანი პარკი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მაჯაში ტრიალებს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ლმობიერი

3

ლმობიერი   შემბრალებელი, შემწყნარებელი, გულჩვილი, სათნო

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთად შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლიტრი

1

ლიტრი   სითხის საზომი ერთეული, უდრის 1.000 კუბურ სანტიმეტრს

 

ჟესტი გადმოცემულია ძველი ანბანის „ლ“ დაქტილით.

კატეგორია:

ლხინი

3

ლხინი  მხიარულება, დროს ტარება, წვეულება, ნადიმი, ქეიფი

 

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მხიარულება” ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები იდაყვებში იხრება და ხელისგულები თავს უახლოვდება მონაცვლეობით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფრა“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

 

კატეგორია: