მოურიდებელი – რიდის მქონე, მოკრძალებული, მოხათრებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მორცხვი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითების წვერები მამართულია ტუჩებისკენ, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.
