შეკვეცა

შეკვეცა  _   შეჭრა, დამოკლება, შეკრეჭა, შემცირება, დაპატარავება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები ფალანგებში მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეკვეცა

შეკვეცა _   სახელოების აკეცვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარცხენა მაჯის ზევით განთავსებული მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი და ქვევით დაშვებული თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა მაჯას და სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია მარჯვენა ხელის თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

შეკაზმვა

შეკაზმვა   _  ცხენის სამგზავროდ მომზადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ _ ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად ორივე ხელზე, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

შეკაზმვა

შეკაზმვა  _   საჭმლის შენელება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება შიგნით მიმართული რკალური … Read more

Categories

შეკავშირება

შეკავშირება  _ კავშირის გაბმა, ახლო ურთიერთობის დამყარება, შეერთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია მარცხენა ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ორივე ხელის საჩვენებელი და ცერი თითები ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეკავება

შეკავება  _ შეჩერება, დაკავება, დაჭერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამაგრება“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

შეთვისება

შეთვისება  _   შეთანხმებით ყოფნა, შეგუება, შეწყობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზნე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, … Read more

Categories

შეთავაზება

შეთავაზება  _  თავაზით შეძლევა, მიწოდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ / „გულიდან გადმოსვლა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ  მიმართული თითებით, ორივე … Read more

Categories

შევსება

შევსება  _  გავსება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

შევიწროვება

შევიწროვება  დაავიწროვება, სიგანის მოკლება, ვიწროდ ქცევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითების განლაგებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეერთება

შეერთება  _  ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, გამთლიანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაერთიანება“ – ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელები მაჯაში ტრიალდება შიდა მიმართულებით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ _ … Read more

Categories

შედარება

შედარება _  ერთმანეთთან შეპირისპირება მსგავსება-განსხვავების გამოსარკვევად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეგროვება

შეგროვება  _ ერთად მოკრება, თავის მოყრა, მოქუჩება, შეკრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგროვება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

შეგნება

შეგნება  _ შინაარსში, არსში ჩაწვდომა, შეცნობა, გაგება, მიხვედრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველაფერი“ _ წინ  მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში ცერი ეხება … Read more

Categories

შეგზავნა

შეგზავნა _  შიგნით გაგზავნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კაუზაციის ნიშანი“ / „ბრძანება“ _ მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიდი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories