შეკაზმვა

4

შეკაზმვა   _  ცხენის სამგზავროდ მომზადება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ _ ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად ორივე ხელზე, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნაგირი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ქვევით დაშვებული თითების წვერებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.