შეკაზმვა

3

შეკაზმვა  _   საჭმლის შენელება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება შიგნით მიმართული რკალური ტრაექტორიის ორჯერადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.