შეთავაზება

9

შეთავაზება  _  თავაზით შეძლევა, მიწოდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ / „გულიდან გადმოსვლა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ  მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ, ხელები ეხება მკერდს და ბოლო ფაზაში ზევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის  დონეზე.