შეერთება

6

შეერთება  _  ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, გამთლიანება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაერთიანება“ – ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელები მაჯაში ტრიალდება შიდა მიმართულებით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ერთმანეთზე გადაჭდობილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.