შეგროვება

4

შეგროვება  _ ერთად მოკრება, თავის მოყრა, მოქუჩება, შეკრება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგროვება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „გროვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.