მარადის

მარადის  –  მარად, მუდამ, ყოველთვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია არათითი, მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება და ბოლო ფაზაში გაშლილი თითებით ზედ ადევს მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories მ

მარაგი

მარაგი  – რაც მომავალში გამოყენების მიზნით არის დაგროვებული, შესანახად გადადებული (საჭირო ნივთები, საგნები, მასალა, იარაღი, სურსათი და მისთ.)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი თითები ფალანგებში მოხრილია, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი სხეულისკენ გადაადგილდება და ბოლო … Read more

Categories მ

მანქანა

მანქანა  –  ავტომობილი,  მექანიზმი, რომელიც ასრულებს რაიმე სამუშაოს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories მ

მანდარინი

მანდარინი – მომრგვალო ნარინჯისფერი ციტრუსი ტკბილხორციანი ნაყოფით, რომელსაც კანი ადვილად სცილდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახესთან ახლოს განთავსებული ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება განმეორებადი, რკალური მოძრაობა ზევით-ქვევით და თითების წვერები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories მ

მამინაცვალი

მამინაცვალი – დედის ქმარი წინანდელი ქმრის შვილების მიმართ, არაღვიძლი მამა, მეორე მამა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“– ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ –– ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეორე“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories მ

მამიდაშვილი

მამიდაშვილი  – მამიდის შვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამიდა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories მ

მამიდა

მამიდა   –  მამის და   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლისკენ მიმართულია  შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories მ

მამამთილი

მამამთილი  –  ქმრის მამა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ – ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია მარცხენა მკლავზე მიდებული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories მ

მამალი

მამალი –  მამრობითი სქესის ცხოველი, ფრინველი, მწერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories მ

მამაკაცი

მამაკაცი  – მამრობითი სქესის სრულწლოვანი ადამიანი, კაცი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ზურგით ეხება შუბლს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories მ

მამა

მამა   კაცი თავისი შვილების მიმართ, მშობელი კაცი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ – ნიკაპს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories მ

მალე

მალე  – მოკლე დროის განმავლობაში, ჩქარა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი წინ და ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories მ

მალამო

მალამო  – ცხიმში აზელილი სამკურნალო ნივთიერებები, საცხი, სალბუნი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში ყველა თითი მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წასმა“ – გაშლილი და ერთად შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ … Read more

Categories მ

მაკრატელი

მაკრატელი  – საჭრელი იარაღი, რომელიც შედგება ერთმანეთზე ჯვარედინად დამაგრებული ორი მოძრავი დანისაგან, რომელთა ტარებიც თითების გასაყრელი რგოლებით ბოლოვდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდაა გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ გადაადგილდება და გაშლილი თითები ერთმანეთს განმეორებადი მოძრაობით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories მ

მაკარონი

მაკარონი –  კვების პროდუქტი, პურის უფუარი ცომისაგან დამზადებული მოგრძო გამხმარი მილაკები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითებით, დიაგონალზე ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ცერები ეხება  შუა თითების წვერებს და ხელები ერთმანეთს გადაეჯაჭვება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა –  მარცხნივ და … Read more

Categories მ