მამამთილი – ქმრის მამა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ – ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია მარცხენა მკლავზე მიდებული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
