მარაგი

10

მარაგი  რაც მომავალში გამოყენების მიზნით არის დაგროვებული, შესანახად გადადებული (საჭირო ნივთები, საგნები, მასალა, იარაღი, სურსათი და მისთ.)

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი თითები ფალანგებში მოხრილია, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი სხეულისკენ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.