მალამო

9

მალამო  ცხიმში აზელილი სამკურნალო ნივთიერებები, საცხი, სალბუნი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ფორმა მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში ყველა თითი მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წასმა“ გაშლილი და ერთად შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.