მასა

მასა –  რაიმე ნივთიერება ცომისებური სახით, რომლისგანაც წარმოიქმნება ან კეთდება რაიმე საგანი ან ნივთი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საჭმელი“– ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს ეხება ცერი, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories

მარჯვენა

მარჯვენა  –  გულის საპირისპირო მხარე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მარხვა

მარხვა –   რელიგიური წესი, რომელიც კრძალავს ხორცეულისა და რძის პროდუქტების ჭამას   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა გაშლილ ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მარწყვი

მარწყვი –  მოწითალო ფერის ტკბილი, წვნიანი ხილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარცვალი“ – ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითის წვერი ეხება ცერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

მარცხენა

მარცხენა  –  ის მხარე, საითაც გულია   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მარცვალი

მარცვალი  – ზოგიერთი მცენარის პატარა, მომრგვალო თესლი ან ნაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითის წვერი ეხება ცერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მარტოხელა

მარტოხელა  –  მარტოდ მცხოვრები, სიმარტოვეში მყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მხოლოობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories

მარტოობა

მარტოობა  – მარტოდ ყოფნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მხოლოობა“– სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიარული“  – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ქვევით დაშვებული საჩვენებელი და … Read more

Categories

მარტი

მარტი  –  კალენდარული წლის მესამე და გაზაფხულის პირველი თვე   დაქტილური ფორმით (მ) წარმოდგენილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მარკა

მარკა  –  დასაკრავი საფოსტო ან სავაჭრო ნიშანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მარილი

მარილი –  მლაშე გემოს თეთრი კრისტალური ნივთიერება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მართლმადიდებელი

მართლმადიდებელი –  მართლმადიდებლობის მიმდევარი, ორთოდოქსი ქრისტიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მართალი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმევა“ – ქვევით  მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერები ეხება ცერს, რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories

მართვა

მართვა –    წარმართვა, ხელმძღვანელობა, მოწყობა, ჩატარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობთი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მართალი

მართალი  –   ნამდვილი, სწორი, ეჭვმიუტანელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მარაო

  მარაო  –   ნახევარწრის ფორმის გასაშლელ-დასაკეცი სანიავებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ტრიალებს მაჯაში და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories