მართლმადიდებელი – მართლმადიდებლობის მიმდევარი, ორთოდოქსი ქრისტიანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მართალი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმევა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერები ეხება ცერს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
