მასა

5

მასა  რაიმე ნივთიერება ცომისებური სახით, რომლისგანაც წარმოიქმნება ან კეთდება რაიმე საგანი ან ნივთი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საჭმელი“ ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს ეხება ცერი, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომზადება“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითები წინაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.