მამინაცვალი – დედის ქმარი წინანდელი ქმრის შვილების მიმართ, არაღვიძლი მამა, მეორე მამა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“– ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ –– ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეორე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
