მაკარონი

7

მაკარონი   კვების პროდუქტი, პურის უფუარი ცომისაგან დამზადებული მოგრძო გამხმარი მილაკები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითებით, დიაგონალზე ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ცერები ეხება  შუა თითების წვერებს და ხელები ერთმანეთს გადაეჯაჭვება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა  მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.