მაისი

მაისი – კალენდარული წლის მეხუთე და გაზაფხულის მესამე თვე, ვარდობისთვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითებით ხელი ეხება ნიკაპს, შემდეგ კი – შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მაინც

მაინც  – მაშინაც კი , სულ ერთია, ისევ, კვლავ, მიუხედავად იმისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაინც“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, შემდეგ სრულდება ქვევით მიმართული … Read more

Categories

მაიმუნი

მაიმუნი –  ადამიანისმაგვარი ძუძუმწოვარი ცხოველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მათხოვარი

მათხოვარი  – ვინც მოწყალებას ითხოვს, გლახა, მათხოვარა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ზემოდან ედება მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულ მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მათემატიკა

მათემატიკა –  სიდიდეების, ოდენობრივ ფარდობათა და სივრცითი ფორმების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტირული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ / „ფული“ –  ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პლუსი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზევით აწეულია … Read more

Categories

მათ

მათ  – „ისინი“ ნაცვალსახელის მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების ფორმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

მაზლი

მაზლი –   ქმრის ძმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ცოლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

მავნე

მავნე   –  ვნების, ზიანის მომტანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სიმეტრიული კონფიგურაციით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია ფართოდ, მარცხენა მაჯის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მადლობა

მადლობა  – სიტყვით ან საქმით დაფასება სხვის მიერ გაწეული სიკეთისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება შუბლს და შემდეგ ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მადლი

მადლი  –  სიკეთე, ქველობა, მოწყალება, კეთილი საქმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მადა

მადა –  საჭმლის ნდომა, ჭამის სურვილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითებით ხელი ეხება ყელს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მაგრამ

მაგრამ –  კავშირი, რომელიც უპირისპირებს ერთმანეთს საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვებს ან წინადადებებს   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მაგნიტოფონი

მაგნიტოფონი –  მაგნიტური მეთოდით ბგერის ჩამწერი ელექტროხელსაწყო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მაგიდა

მაგიდა –  სხვადასხვა დანიშნულების ხის დგამი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მაგარი

მაგარი –  მყარი, ძნელად გასატეხი, მტკიცე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories