მათემატიკა – სიდიდეების, ოდენობრივ ფარდობათა და სივრცითი ფორმების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტირული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ / „ფული“ – ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პლუსი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზევით აწეულია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.