მაზლი

11

მაზლი    ქმრის ძმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ცოლი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.