მაინც

5

მაინც   მაშინაც კი , სულ ერთია, ისევ, კვლავ, მიუხედავად იმისა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაინც“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა მარჯვნივ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, შემდეგ სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მაგრამ“ / ნაწილაკი „ც“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.