მთავრობა

მთავრობა  –   სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ცენტრალური აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო   ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი – „ბ“ დაქტილის კონფიგურაციით გამოსახული, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი,  შუა თითი ეხება საჩვენებელ თითს და მოხრილია ფალანგებში, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ეხება შუბლს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მთავარი

მთავარი  – ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, არსებითი, ძირითადი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და მარცხნივ მიმართული, გაშლილი ცერით, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ზევით აღმართული ცერით, ხელი ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მზრუნველი

  მზრუნველი –  ვინც ზრუნავს, მეურვე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზრუნვა“ – წინ მიმართულია ხელისგულები და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

მზესუმზირა

მზესუმზირა –  ერთწლოვანი ზეთოვანი ყვითელყვავილებიანი მცენარე,  ამ მცენარის ნაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია პირთან მიტანილი ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მზერა

მზერა  – ცქერა, ყურება       ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ოდაყვში მოხრილი და განზე გაწეული ხელი სხეულისკენ მოძრაობს ირიბი ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

მზე

მზე  –  ჩვენი საპლანეტო სისტემის ცენტრალური მნათობი სფეროს მოყვანილობის გიგანტური გავარვარებული ცის სხეული, უახლოესი ვარსკვლავი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, ხელი ქვევით მოძრაობს ირიბი ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ზევით აღმართული თითები ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მზადება

მზადება  – რისამე შესასრულებლად წინასწარი სამუშაოების ჩატარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული, განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეხუთე

მეხუთე  – რიგით ხუთი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეხსიერება

მეხსიერება  –  ცნობიერებაში შთაბეჭდილებათა აღბეჭდვისა და მათი აღდგენის, რეპროდუქციის უნარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამახსოვრება“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის … Read more

Categories

მეხი

მეხი  –   ატმოსფერული ელექტრობის განმუხტვა დედამიწაზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ტეხილი კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით, წინ და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეხანძრე

მეხანძრე  – სახანძრო რაზმში მომუშავე, ხანძრის მქრობელი   ორნაწილიანი ჟესტი პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალი“ / „ცეცხლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მეცხრე

მეცხრე –    რიგით ცხრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ცხრა“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული და გაშლილი ოთხი თითით ეხება მარცხენა ხელისგულს, ცერი ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

მეცამეტე

მეცამეტე  –   რიგით ცამეტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცამეტი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში იშლება ცერი, შუა და საჩვენებელი თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

მეცნიერი

მეცნიერი    –    მეცნიერების ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი, მკვლევარი           ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილია თითები, გაშლილი ცერი ეხება შუბლს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

მეჩვიდმეტე

  მეჩვიდმეტე  – რიგით ჩვიდმეტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ შვიდი“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ხელი მარცხნივ მოძრაობს, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგობითობა“ – … Read more

Categories