მიმაგრება

მიმაგრება  –  რამეზე მიდება და დამაგრება, მიკვრა, მიჭედება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ოდნავ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მილიონი

მილიონი –   რიცხვი 1.000.000, ათასჯერ ათასი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მილი

მილი –  გრძელი, მრგვალი ღრუ საგანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით დაშვებული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიკროსკოპი

მიკროსკოპი  –  გამადიდებელი შუშებისაგან შემდგარი ოპტიკური ხელსაწყო, რომელიც იხმარება თვალით უხილავი საგნებისა და ორგანიზმების დასათვალიერებლად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთ ირიბ ხაზზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებულია მარჯვენა ხელი, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.   … Read more

Categories

მითვისება

მითვისება  – მისაკუთრება   ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში ხელი გაშლილი თითებით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მიზანი

მიზანი –  რაც უნდა განახორციელონ, რისკენაც მიისწრაფვიან,  რასაც უნდა მიაღწიონ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მივლინება

მივლინება  – სამსახურებრივი დავალებით დროებით სხვაგან წასვლა ან გაგზავნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამგზავრება“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი  და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, … Read more

Categories

მიგნება

მიგნება –   ვარაუდით პოვნა, ძებნით მიკვლევა, აღმოჩენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ გაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიგზავნა

მიგზავნა  – გარკვეული მიზნით ან დავალებით გაგზავნა (ვინმესთან)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ – მარჯვენა ხელისგული მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია მარჯვენა მაჯაზე განთავსებული მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე … Read more

Categories

მიბაძვა

მიბაძვა –  წაბაძვა, მსგავსად მოქმედება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი, წინ მიმართული თითებით და ქვევით დაშვებული ცერით. მარჯვენა ხელი უკან, სხეულისკენ მოძრაობს და ბოლო ფაზაში ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიბარება

მიბარება –  შესანახად ან მოსავლელად მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელი წინ გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მთვარე

მთვარე  –  დედამიწის თანამგზავრი ცის სხეული, რომელიც ღამე ანათებს მზის სინათლის ანარეკლი შუქით   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ზევით აღმართული ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მთა

მთა –  დედამიწის ამაღლებული ადგილი, რომელიც თავისი სიმაღლით თვალსაჩინოდ აღემატება მიდამოს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული, კუთხოვანი ტრაექტორიის  განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

მთელი

მთელი  –  რასაც არაფერი აკლია, მთლიანი, ერთიანი, დაუნაწევრებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ბოლო ფაზაში ხელი ოდნავ ქვევით მოძრაობს, ცერი ეხება წინ მიმართული და ერთად მოხრილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მთარგმნელი

მთარგმნელი  – ვინც თარგმნის, ვინც ერთ ენაზე დაწერილს ან ნათქვამს მეორე ენაზე გადმოსცემს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories