მივლინება

5

მივლინება  სამსახურებრივი დავალებით დროებით სხვაგან წასვლა ან გაგზავნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამგზავრება“ წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი  და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები წინ გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.