მიგზავნა

3

მიგზავნა  გარკვეული მიზნით ან დავალებით გაგზავნა (ვინმესთან)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ მარჯვენა ხელისგული მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია მარჯვენა მაჯაზე განთავსებული მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ბრძანების ნიშანი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება წინ მიმართული, განმეორებადი  მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.