მისჯა

მისჯა  – სასჯელის გამოტანა, სასჯელის დადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასჯა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის წინაა განთავსებული და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და … Read more

Categories

მისწრება

მისწრება –  სხვაზე ადრე მისვლა, დასწრება   ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მისი

მისი  – მესამე პირის მხოლობითი რიცხვის კუთვნილებითი ნაცვალსახელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილია ზევით აღმართული თითები, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მისვლა

მისვლა – აქედან იქითკენ სვლით გადანაცვლება, გადაადგილება, მიწევა, მიტანება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მისამართი

მისამართი  – ადგილი, ზუსტი ადგილსამყოფელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქუჩა“ – ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

მიპარვა

მიპარვა    –     პარვით, ქურდულად, ფეხაკრეფით მისვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია წინ მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხენა ხელის მაჯისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მინისტრი

მინისტრი –  მთავრობის წევრი, ამა თუ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი   ორხელიანი სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია არათითი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მინდობილობა

მინდობილობა  – საბუთი, რომლითაც ესა თუ ის პირი სხვას მიანდობს თავის ნების, სურვილის ან მოვალეობის ასრულებას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ – სხეულისკენ მიმართულია წინ გაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება … Read more

Categories

მიმტანი

მიმტანი  –  ვისაც (ან რასაც) მიაქვს რამე, ოფიციანტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მიმზიდველი

მიმზიდველი –  მომხიბლავი, მომაჯადოებელი, წარმტაცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზიდვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელი წინ გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

მიმდინარე

მიმდინარე  – რაც მიმდინარეობს, მიედინება, რაც მსვლელობაშია   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია წინ და ქვევით მიმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიმატება

მიმატება  – ზედ დართვა, დამატება, შეკრება   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება და გამოსახულია მიმატების ნიშანი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მიმართულება

მიმართულება –   გეზი, გზა, კურსი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე იმავე კონფიგურაციით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება სამი მიმართულებით: მარცხნივ, მარჯვნივ და პირდაპირ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მიმართვა

მიმართვა – 1. მიქცევა, მიშვერა. 2. წარმართვა, გეზის, მიმართულების მიცემა 3. მოწოდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტყობინება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია თავზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ და ქვევით მოძრაობს, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ფალანგებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ – სხეულისკენ  … Read more

Categories

მიმაგრება

მიმაგრება  –  რამეზე მიდება და დამაგრება, მიკვრა, მიჭედება, მიბმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითები, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება და ზევით აღმართული საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories